16:24 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 22:08:46, 545 ნახვა

მსოფლიო
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, სპეციალური წარმომადგენელის თქმით საომარი მოქმედებების შეჩერებისთვის უკრაინაც და რუსეთიც მზად არიან

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს მიიღებ თუ არა მომავალ სამშვიდობო შეთანხმებას.

„უკრაინის გადაწყვეტილება უკრაინის გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ზელენსკი სუვერენული ერის არჩეული ლიდერია და ეს გადაწყვეტილებები მისი გადაწყვეტილებებია და მათ სუვერენული ერის არჩეულ ლიდერს არავინ დაუწესებს“, - განაცხადა კიტ კელოგმა.

მისი თქმით, საომარი მოქმედებების შეჩერებისთვის უკრაინაც და რუსეთიც მზად არიან, რადგან ბრძოლის ველზე გადამწყვეტ გამარჯვებას ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებს.

„ახლა, როგორც ჩანს, „თამაშიდან გასვლა“ ორივე მხარეს სურს“, - აღნიშნა კელოგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
ბათუმში, ტრადიციულად წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics