|
2016-03-08 17:14:58, 449 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის
ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ, რომ ეს უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ქორწინებასთან დაკავშირებით მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ის ემხრობა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და დასძინა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ინიციატივა კანონად იქცეს. "ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ვერც ევროპა, ვერც დასავლეთი, ვერც ასოცირების ხელშეკრულება, ვერც რომელიმე საერთაშორისო სასამართლო, ვერ დაგვავალდებულებს, რომ დავაქორწინოთ ერთსქესიანი პირები. საერთაშორისო ვალდებულება არ გვაქვს და ვერ გვექნება. სტრასბურგის სასამართლოც კი ამბობს, რომ ეს ისეთი თემებია, რომელიც საზოგადოების შიგნით უნდა გადაწყდეს ყველა ქვეყანაში. დღეს ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ერთსქესიანი პირები უნდა ქორწინდებოდნენ. მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და ამ აზრს ვიზიარებ, რომ ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ, რომ ეს უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში, რადგან სამოქალაქო კოდექსის ის ფორმა, რომლითაც იუსტიციის სახლებში წყვილებს ვაქორწინებთ, კიდევ უფრო გამყარდეს. გამყარდეს იმ ქვეყანაში, რომელიც დგას ამ ტრადიციულ ღირებულებებზე. შესაბამისად, ამ ინიციატივას და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ და ჩემს როლს შევასრულებ იმისთვის, რომ ეს იქცეს კანონად", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)