|
2016-03-08 13:31:23, 729 ნახვა
პოლიტიკა
გივი თარგამაძე: „კალატოზამ“ კალაძის უწყებას 1 100 000 დოლარი გადაურიცხა
„ერთიანი ნაციონაური მოძრაობის“ დეპუტატ გივი თარგამაძის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ, მილიონზე მეტი დოლარი მიიღო ცნობილი კრიმინალ დავით ქარსელაძისგან. ამის შესახებ თარგამაძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თარგამაძის ცნობით, „კალატოზა“ კანონიერი ქურდია და შევარდნაძის დროს ის ფლობდა და არეკეტებდა სამარშრუტო ტაქსებს. "კონკრეტული შეკითხვები მაქვს ვიცე-პრემიერთან - მაქვს კონკრეტული დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ რუსული ბანკის ფილიალიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 100 000 დოლარი, მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს რიცხავს ვინმე დავით ქარსელაძე. გარანტორი არის სწორედ ვიცე-პრემიერის პირადი ფირმა "კალა კაპიტალი". რაც შეეხება დავით ქარსელაძეს, ის არის ცნობილი კრიმინალი მეტსახელად "კალატოზა", რომელიც შევარდნაძის დროს ფლობდა და არეკეტებდა სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისში, ასევე უმეტეს რაიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ის ძებნილის სტატუსით იმყოფებოდა, მშვიდად დააბიჯებდა რუსთაველის გამზირზე, სადაც ერთ-ერთ ბანკს არეკეტებდა და სარგებლობდა უმაღლესი მფარველობით. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მისი "მოღვაწეობა" აღიკვეთა, მან სასჯელი მოიხადა და შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში, დღეს კი სოჭში ცხოვრობს. კალაძესთან კითხვები გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რა მშენებლობაზეა საუბარი? რა შეთანხმება მოხდა კრიმინალთან? რა წარმომავლობის ფულია - კრიმინალური ობშიაკი თუ რუსული სპეცსამსახურების? რამდენად იღებს „კალატოზა“ აქედან სარგებელს და რამდენადაა დაკავშირებული ამასთან კალაძის მიერ ორგანიზებული ზონდერჯგუფების შექმნა?! იმედს გამოვთქვამ, რომ კახა კალაძე აღნიშნულ შეკითხვებს ხვალ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე პასუხს გასცემს“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)