19:58 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 20:07:34, 549 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი - ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განვიხილეთ, როგორ ვაგებინოთ პასუხი ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„მადლიერი ვიყავი, რომ ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვდი – მარგუს ცაჰკნას (ესტონეთი), კესტუტის ბუდრისს (ლიეტუვა) და ბაიბა ბრაჟეს (ლატვია), რათა კოლექტიურად დაგვეგეგმა, როგორ ვაგებინოთ პასუხი ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ბალტიის ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელს წარმოადგენენ. მიხარია მათი დამოუკიდებლობა!“ – აღნიშნავს უილსონი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics