|
2016-03-07 18:39:59, 452 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გაჩეჩილაძე: ვთხოვ ყველა ჟურნალისტს - ველოსიპედს ნუ გამოიგონებთ
ყველა თანამშრომელი რჩება „მაესტროს“ ტელეკომპანიაში და ყველა მათგანს რჩება თავისი ხელფასი, - ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, მისთვის მთავარი ყველა თანამშრომელი სოციალურად უზრუნველყოფილი იყოს და თვიდან თვემდე არ დაგვიანდეს. „ჩემთვის მთავარია ყველა თანამშრომლის სოციალური უზრუნველყოფა. ხელფასები თვიდან თვემდე არ დაგვიანდეს. შემდგომ მთავარია ძალიან კარგი სატელევიზიოო კონტენტის მიღება იმისთვის, რომ „მაესტროს“ რეიტინგი აეწიოს და გახდეს ძალიან ინტელექტუალური ტელევიზია. მე დღეს გახლავართ „მაესტროს“ გენდირექტორი, ვთხოვ ყველა ჟურნალისტს ველოსიპედს ნუ გამოიგონებთ. ავიღე პასუხისმგებლობა „მაესტროს“ გაკოტრებიდან გამოყვანის, ავიღე პასუხისმგებლობა „მაესტროს“ ფინანსური სტაბილურობის საქმეზე. აქედან გამომდინარე ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი რჩება, ყველას რჩება თავისი ხელფასი და დაიწყება ხვალინდელი დღის დაგეგმვა. პირველ რიგში უნდა გამოვიდეს გაკოტრების საქმე სასამართლოში. ამ ეტაპზე და არც მერე არ ჩავერევი სარედაქციო დამოუკიდებლობაში. ისინი იქნებიან თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლები. იმიტომ, რომ დამოუკიდებლობაში რეიტინგის სიმაღლე და მატებაა“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, „მაესტრო“ რჩება შენობაში, იმიტომ რომ ეს ბევრ ტექნოლოგიურ საკითხთან არის დაკავშირებული. გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ის ორ თავის მოადგილეს დანიშნავს. მან ასევე ისაუბრა ტელევიზიაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ფინანსური და ადმინისტრაციული კუთხით ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ლევან გაჩეჩილაძემ 25%-იანი წილის მფლობელის მაკა ასათიანის ადვოკატს გიორგი გვენეტაძეს შესთავაზა მოხდეს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება. მისი თქმით, თუ არ მოხდება ხელშეკრულების გაგრძელება ძალიან ლოგიკურ ვადებში ისე, რომ არ შეწყდეს მაუწყებლობა ის ალტერნატიულ ფართს გამონახავს. ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე, „რუსთავი 2“-ის ჩაძირვაა თქვენი მთვარი გეგმა? - გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის ჩაძირვა არასოდეს მითქვამს. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჯანმრთელი ამბიცია უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ რეიტინგით გაასწროს ყველა ტელევიზიას და მათ შორის „რუსთავი 2-ს“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)