19:42 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 12:44:29, 340 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს გეგმის მომზადება დაავალა, რომელიც ღაზას მოსახლეობას სექტორის ნებაყოფლობით დატოვების საშუალებას მისცემს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს გეგმის მომზადება დაავალა, რომელიც ღაზას მოსახლეობას სექტორის ნებაყოფლობით დატოვების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტ ტრამპის გაბედულ გეგმას მივესალმები. ღაზას მოსახლეობას წასვლისა და ემიგრირების თავისუფლება უნდა მიეცეს, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული“, - აცხადებს ისრაელ კაცი.

მისი თქმით, „ჰამასს“ ღაზის სექტორის მოსახლეობა მძევლად ჰყავს აყვანილი და მათ ღაზას დატოვების უფლებას არ აძლევს.

კაცმა აღნიშნა, რომ პალესტინელები იმ ქვეყნებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ეწინააღმდეგებოდნენ.

„ისეთი ქვეყნები, როგორიც ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სხვებია, რომლებიც ღაზაში მოქმედებების გამო ისრაელს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ, კანონით ვალდებულები არიან, რომ ღაზის მოსახლეობა მათ ტერიტორიაზე დაუშვან“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics