20:41 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 17:56:45, 475 ნახვა

პოლიტიკა
შვედი დეპუტატი - ევროკავშირს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ

ევროკავშირს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გოტბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მზია ამაღლობელის, რომელიც 23 იანვრიდან შიმშილობს და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ხელს ვაწერ. ჯო უილსონთან, რასა იუკნევიჩიენესთან, ტომ ტაგენდატთან და სხვებთან ერთად ევროკავშირსა და მოკავშირეებს ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებ“, - წერს გოტბერგი.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპელმა პოლიტიკოსებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics