|
2025-02-04 12:26:31, 422 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთად დგას ქვეყნის სადარაჯოზე
ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ამ რთულ პერიოდში საბედნიეროდ, ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის. „ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, მდიდარი ისტორია, კულტურა, ქართველი ერის ღირსება და მტკიცე ხასიათი ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელიც საქართველოს წინ ანთებული ლამპარივით მიუძღვის ამ რთულ და სახიფათო გზაზე. ჩვენი წინაპრების გამოცდილებამ გვასწავლა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შეუპოვრობასა და უსამართლობასთან ბრძოლას; უფლის, სამშობლოსა და საკუთარი თავის რწმენას. ჩვენი პატარა, თუმცა ამაყი ერი სწორედ ამ პრინციპების დაცვამ გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, თანაც ისე, რომ შეინარჩუნა საკუთარი ენა, დამწერლობა, კულტურა, სარწმუნოება, ადათ-წესები და იდენტობა, მაშინ როდესაც, საქართველოს დამპყრობელი არაერთი უძლიერესი ერი დაინგრა და განადგურდა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ქართველებმა, ზუსტად ვიცით, რა პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა გვევალება, რას უნდა მოვუფრთხილდეთ და საბოლოოდ როგორი საქართველო ავაშენოთ. საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე. განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთის გვერდში დგომით, მტკიცედ იცავს საკუთარ სამშობლოს, როგორც ერთიან, დიდ ოჯახს რომელსაც საქართველო ჰქვია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)