|
2025-01-24 15:28:56, 512 ნახვა
მსოფლიო
ხანძრების მიერ კალიფორნიისთვის მიყენებულმა ზარალმა $250 მილიარდს გადააჭარბა
კალიფორნია კატასტროფულ ხანძრებს ებრძვის. ბოლო მონაცემებით, მასშტაბურ ხანძრებს სულ მცირე ოცდარვა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ცეცხლმა რამდენიმე ათეული ათასი შენობა შეიწირა, ორასი ათასამდე ადამიანს ევაკუაცია აიძულა და 9,500 ჰექტარი მიწა გადაწვა — ამ მაჩვენებლით, ეს ყველაზე დამანგრეველი ხანძარია ლოს-ანჯელესის ისტორიაში. უშუალოდ ცეცხლის ალის გარდა, პრობლემაა კვამლი, რომელიც სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ყოფნას გაუსაძლისს ხდის. კალიფორნიისთვის ხანძრების პრობლემა არახალია, პირიქით — ამ ტიპის სტიქიას აშშ-ის უმდიდრესი შტატი ფაქტობრივად ყოველწლიურად ებრძვის. წლევანდელი სტიქიური უბედურების ზარალი, ამ დროისთვის, $250 მილიარდადაა შეფასებული. წელს მომძლავრებული ხანძრების ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო ხშირად დაიწყეს საუბარი სადაზღვევო კომპანიებზე და მათ მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ პოლიტიკაზე. სადაზღვევო კომპანიის დანიშნულება კლიენტებისთვის რისკის დაზღვევაა, ანუ როცა რისკი იზრდება, პრემია, ანუ თანხა, რომელსაც კლიენტი დაზღვევაში იხდის, ასევე იზრდება და ეს ტენდენცია ბოლო თვეებშიც დაფიქსირდა, როცა კომპანიებმა კალიფორნიასთან დაკავშირებული კლიენტებისთვის პრემია სულ მცირე 20%-ით გაზარდეს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, თანხა გაორმაგდა და გასამმაგდა კიდეც. დღეს არსებული მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიებმა კლიენტებს $28 მილიარდის ზარალი აუნაზღაურეს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)