06:40 - 09 May, 2026
|
2016-03-05 16:47:02, 428 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ილჰამ ალიევს შეხვდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე , 6-7 მარტს, ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან, რის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით. საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ასევე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქთაი ასადოვთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)