|
2016-03-04 17:34:10, 407 ნახვა
პოლიტიკა
გია ნოდია: ხუთპარტიული კოალიციის პირობებში ორპარტიული სეპარატული შეთანხმება კოალიციისთვის დამაზიანებელია
"რესპუბლიკურ პარტიას" შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია, რომ კოალიციაში გამოკვეთილად ნომერ მეორე პარტია იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ასეც არის, - ამის შესახებ მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ გია ნოდიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა. როგორც პოლიტოლოგმა განმარტა, პრემიერ მინისტრმა დღეს კიდევ ერთი ორჭოფული განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკელებს" შორის მთლიანად კოალიციაზე უნდა ვრცელდებოდეს. "ჩემთვის ეს განცხადებაც და იდეაც საკმაოდ დამაბნეველი და ბუნდოვანი იყო, იმიტომ რომ თუ არის 5 პარტიული კოალიცია, მაშინ სეპარატული შეთანხმება 2 პარტიას შორის კოალიციისთვის კარგი არ არის და საერთოდ რატომ უნდა იყოს," - განაცხადა გია ნოდიამ. შეგახსენებთ, გუშინ „რესპუბლიკელებისა“ და პრემიერ-მინისტრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და ხათუნა სამნიძემ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკელები“ ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა რას ნიშნავს ორმხრივი თანამშრომლობა მათ არ დაუკონკრეტებიათ. მათივე განცხადებით, პარტიები სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადადიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)