07:57 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 12:10:48, 517 ნახვა

მსოფლიო
კიშინეუს აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო

მოლდოვაში, კიშინეუს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ ამანათში პულტით მართვად სათამაშო ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა  აღმოაჩინა

ადგილზე მობილიზებულმა სპეციალურმა დანაყოფმა ამანათი გააუვნებელყო.

როგორც მოლდოვური მედია იუწყება, ამანათი კიშინეუს აეროპორტში უკრაინიდან გაიგზავნა და ის თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო, თუმცა უსაფრთხოების შემოწმების დროს სამართალდამცველებმა ამანათი საეჭვოდ მიიჩნიეს და გამნაღმველები გამოიძახეს.

აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს მოლდოვის სამართალდამცავი უწყება, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის ამანათის წარმომავლობა და საბოლოო დანიშნულების პუნქტი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics