09:01 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 13:31:45, 485 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიამ ყაზახეთს ,,აზერბაიჯანის ავიახაზების’’ თვითმფრინავის შავი ყუთების მონაცემები გადასცა

დოიჩე ველეს ცნობით, ბრაზილიის საჰაერო ძალების გამომძიებლებმა ყაზახეთში 25 დეკემბერს ჩამოვარდნილი აზერბაიჯანული თვითმფრინავის ორი შავი ყუთის მონაცემების ამოღება დაასრულეს და ისინი ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს.

"ყველა მონაცემი გადაეცა ყაზახეთის საგამოძიებო ორგანოს, საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად", — ნათქვამია ბრაზილიის საჰაერო ძალების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ყაზახეთმა ქალაქ აქტაუში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის შავი ყუთები ბრაზილიაში გაგზავნა. შავი ყუთების გაშიფვრაში მონაწილეობის მისაღებად ბრაზილიაში ჩავიდნენ სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან.

თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. მან კატასტროფა ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას განიცადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics