|
2016-03-02 19:39:18, 614 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძე დაამტკიცა
81 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძე დაამტკიცა. გვენეტაძის კანდიდატურას პარლამენტმა კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის და ამავე დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილება თებერვლის ბოლოს ამოეწურა. ცნობისთვის, კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია Galt and Taggart-ის ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში. კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა. კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)