|
2016-03-01 13:49:03, 462 ნახვა
პოლიტიკა
სერგო რატიანი: პარტია კვლავ აპირებს, 6 მარტს "გაზპრომის" წინააღმდეგ აქცია გამართოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, პარტია კვლავ აპირებს, 6 მარტს გაზპრომის წინააღმდეგ აქცია გამართოს. „საზოგადოებამ უკვე იცის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 6 მარტს საპროტესტო აქციას მართავს, აკეთებს სიმბოლურ ჯაჭვს, რითაც საქართველოს მთავრობის გაზპრომთან მოლაპრაკებას აპროტესტებს და სადაც აშკარაა ნაციონალური ინტერესების დათმობა. დღეს კალაძემ კვლავ სრულიად არაადექვატური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მოლაპრაკებები გრძელდება, რომელიც დიდი ალბათობით ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება. მინდა, ვუთხრა მთავრობას და კალაძეს, მათ აქვთ დრო ცხადი განცხადებები გააკეთონ, როგორია ჩვენი პოზიცია გაზპრომთან მოლაპრაკებების დროს. არანაირი დაიმედება ნათელ მომავალზე არაა სანდო, საზოგადოება არ ენდობა ამ დაპირებებს. ამიტომ, ჩვენ ვაცხადებთ, გვექნება აქცია და ქართული საზოგადოება მთარობის პოლიტიკას ამ მიმართულებით გააპროტესტებს. ჩვენთვის აქციები თვითღირებულებას არ წარმოადგენს, მნიშვნელოვანი შედეგი, ამიტომ მათ აქვთ დრო დააფიქსირონ მკაფიოდ თავიანთი პოზიცია“, - განაცხადა სერგო რატიანმა. ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება თითქმის მიღწეულია. როგორც აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემაზე სოკარის პრეზიდენტს შეხვდა. "გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან,ვისაუბრეთ არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე საუბარი იყო იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტზე, როგორიც არის შაჰდენიზის პროექტი, რომლის განხორციელება მიმდინარეობს. გვქონდა შეხვედრა სოკართან, სოკარის პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობებზე, დამატებითი მოცულობების წამოღებაზე, რაც ნამდვილად დიდ აუცულებლობას წარმოადგენს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის და ფაქტობრივად, შეთანხმებაზე მივედით და ამის შესაძლებლობა იქნება შაჰდენიზის მილსადენიდან წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება გაზპრომთან მოლაპარაკებებს, კალაძის თქმით, პროცესი რამდენიმე დღეში ისეთი შედეგით დასრულდება, რაც საქართველოს სჭირდება. "გაზპრომს" რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც ალბათ რამოდენიმე დღეში ჩვენ უკვე დავასრულებთ მოლაპარაკებებს და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგსა და ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)