11:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 10:53:18, 443 ნახვა

პოლიტიკა
კელი ადიგენის ინციდენტზე: მსგავს შემთხვევებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს

მსგავს შემთხვევებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, - ამის შესახებ ამერიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა იან კელიმ ადიგენში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხდა. 
კელის თქმით, მსგავსი ინციდენტი ხელს ვერ შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას. 
"მე ამ კონკრეტულ ინციდენტს არ ვიცნობ. ერთს ვიტყვი, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ და ინკლუზიურ საზოგადოებაში. საითკენაც მიდის საქართველო მსგავსი ინციდენტი ხელს ვერ შეუწყობს ვერც დემოკრატიის განვითარებას. ეს არის ისეთი რამ რაც არც მთავრობას და არც საზოგადოებას არ აწყობს", - განაცხადა იან კელიმ.
ცნობისთვის, გუშინ საღამოს ადიგენში ინციდენტი მოხდა. 
"ადიგენში ქრისტიანების ჯგუფი თავს დაესხა სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს'' - ინფორმაციას ადამიანის უფლებების და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი, თამთა მიქელაძე სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. 
მისი თქმით, კოლექტიური თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო სამმა მუსლიმმა, მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახეზე და თავზე, მათ შორის, ერთ-ერთს გატეხილი აქვს თავი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics