|
2024-12-01 15:10:50, 432 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი
სამწუხაროა, დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი და ამ არჩევანს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა დავით ზალკალიანს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მასზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა. „ბატონმა დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა. მე მასთან მქონდა საუბარი. ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც იყო ძალიან მძიმე ზეწოლა სხვადასხვა მხრიდან. აქ არ იგულისხმება „ნაცების" ზეწოლა. იყო სერიოზული ზეწოლა და მე მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო დავით ზალკალიანს. სამწუხაროა, რომ მან დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი და ამ არჩევანს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება თეიმურაზ ჯანჯალიას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია და ეს მინისტრის საკადრო გადაწყვეტილებაა. „მანამდე იყო საუბარი შემდგარი მაკა ბოჭორიშვილსა და თეიმურაზ ჯანჯალიას შორის და გადაწყვეტილება უკვე იყო მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა ცვლილება. ამ შემთხვევაში, თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილმა მას შესთავაზა სისტემაში დარჩენა, რა იქნება მისი გადაწყვეტილება არ ვიცი", - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)