|
2024-12-01 15:09:04, 367 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე
ძალიან საინტერესო დეტალია, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული, რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. „წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ეს არის გამოძიების საქმე, მაგრამ ძალიან საინტერესო დეტალია ის, რომ არიან რუსეთის მოქალაქეები, იყო ერთგვარი დაჯგუფება და ამ დაჯგუფების წევრები დაკავებული არიან სამართალდამცველი უწყებების მხრიდან. ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, ეს არის გამოძიების საქმე. განსაკუთრებული ყურადღებით არის ეს საკითხი გამოსაძიებელი, რა უნდოდათ რუს მოძალადეებს ასეთ დაჯგუფებას საქართველოში, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული და რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს, რა უნდოდა ბრიტანელ ინსტრუქტორს, რატომ შეიჭრა ის პარლამენტის შენობაში, ვისი დაკვეთით მოქმედებდა ეს ადამიანი, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)