|
2024-12-01 03:17:04, 366 ნახვა
პოლიტიკა
რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დაჭირდა, სახანძრო მანქანამ კი წყალი დაცალა რომელიც წყლის ჭავლისთვის იყო განკუთვნილი
სახანძროს მანქანამ ხალხის დასარბევად განკუთვნილი წყალი დაცალა. ფაქტს ადგილზე შეკრებილების ოვაციები მოჰყვა. "ეს სამოქალაქო გმირობაა" - ისმის ვიდეოში. სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. 03:25 წუთზე სპეცდანიშნულების რაზმა კიდევ ერთხელ სცადა რუსთაველის გაწმენდა. "თბილისი მერიოტის" წინ აქციის მონაწილეთა ბარიკადები სცეცრაზმა აშალა. გარდა გაზის გაშვების შედეგად მიღებული ინტოქსიკაციისა, აქციის მონაწილეებს ექიმების დახმარება ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების გამოც უწევთ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მომიტინგეებს სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდება. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ერთ-ერთმა მომიტინგემ განაცხადა, აღნიშნულ ახალგაზრდას სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. „მეც შოკში ვარ, მოვრბოდით, სპეცრაზმელმა ჩაარტყა და დამეცა ზემოდან მე. თავის არეში აქვს დაზიანება. ოთხჯერ გაითიშა და ძლივს მოვასულიერეთ. აი, ამათ [სპეცრაზმს] მინდა ვუთხრა, სულ ბიძინა ხომ არ ეყოლებათ?“ - განაცხადა თვითმხილველმა მედიასთან საუბარში. მომღერალი ნებო ნუცუბიძე რუსთაველის გამზირზე, პროევროპული აქციის მონაწილეების გვერდით დგას. წარმოუდგენელი რამ ხდება ახლა აქ, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ვინმემ გულგრილად უყუროს?! - ყველანი უნდა გამოხვიდეთ, კინაღამ გაგვჭყლიტეს. ვერ ვლაპარაკობ! გამოდით, არ შეიძლება ასე. ჩემი მოტივაცია, სამშობლო, საქართველოა. მე აქ გავიზარდე, მინდა ეს ქვეყანა ისევ ჩვენი იყოს. ყველანი გამოდით, რაც მეტი იქნებით, ვერავინ ვერაფერს გვიზამს. ცოტა გაზს ჩავყლაპავთ, მაგრამ ეს ამდენი ხალხი შეტრიალდება ყველა იქით მივაწვებით"- თქვა ნუცუბიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)