|
2016-02-29 16:38:13, 743 ნახვა
საზოგადოება
ვასაძე: მზად ვართ, საგნის "მე და საზოგადოება" ტყუპისცალი უცხოური პროტოტიპების ტექსტები წარმოგიდგინოთ
"თუ ვინმეს ეჭვი ეპარება საგნის "მე და საზოგადოება" რაობის უცხოურ წარმომავლობაში, მზად ვართ, ამ საგნის ტყუპისცალი უცხოური პროტოტიპების ტექსტები წარმოგიდგინოთ", -ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. ვასაძე საზოგადოებას ანდობს, "თავად განსაჯონ-ეს უბრალო დამთხვევაა, თუ მოუქნელი შენიღბვა": "თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამ საგნის რაობის უცხოურ წარმომავლობაში, მზად ვართ, წარმოგიდგინოთ ამ საგნის ტყუპისცალი უცხოური პროტოტიპების ტექსტები და თავად განსაჯეთ - ეს უბრალო დამთხვევაა, თუ მოუქნელი შენიღბვა. თავისთავად, უცხოურში ცუდი რა არის, თუ ის ქვეყნის მორალურ ტრადიციებს არ ეწინააღმდეგება და მის ინტერესებს ემსახურება. საერთოდ ეს საგანი უფრო დიდი პროგრამის ნაწილია, რომელიც ე.წ. საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სამოქალაქო განათლების სახელს ატარებს და რომელიც წლიდან წლამდე მინისტრიდან მინისტრამდე ინერგება ჩვენს სკოლებში და აჩოჩებს და ავიწროებს ნამდვილად აკადემიურ განათლებას", - განაცხადა ლევან ვასაძემ. როგორც ცნობილია, საბოლოოდ საგანს "საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები" დაერქმევა. ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, საგანს საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები დაერქმევა: „ის სტანდარტი, რომლზედაც ვმუშაობდით მე-3 მე-4 კლასელებისთვის, იქიდან ეს საკითხები მთლიანად ამოვა და ამ საგანს საბოლოო ჯამში დაერქმევა საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები, რომელიც იქნება ის საბაზო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერების კუთხით, რომელიც ნამდვილად გადაუდებლად გვჭირდება. ამჯერად მესამე, მეოთხე კლასში, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, ამ ქვეყნებს საზოგადოებრივი მეცნიერებები დანერგილი აქვთ სკოლამდელი განათლების ნაწილიდან“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ უცხო ქვეყნების და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებებს რომლებსაც მე-3, მე-4 კლასში ნერგავენ „არაფერი საერთო არ აქვთ იმ ტყუილთან, ცილისწამებასთან, რაც რამდენიმე ადამიანის მხრიდან გაჟღერდა“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, შექმნილია პეტიცია, რომელიც სკოლებში „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს.
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
ბათუმში, ტრადიციულად წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)