19:40 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 21:58:47, 556 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და კიდევ უფრო ძლიერი იყოს

ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვრამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგროც რასა იუკნევიჩიენემ აღნიშნა, მისი სურვილია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და იყოს კიდევ უფრო ძლიერი.

"ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად და დამოუკიდებლად. ჩემი ზარით, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და საპარლამენტო არჩევნების  ხელახლა ჩატარების მოთხოვნა, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ ელექტორალურ გარემოში, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ, გულდასმით დაკვირვების შედეგად, რათა უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი ერთ წელიწადში.

ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, არ ვიცი, რამდენად მივიღებთ ამ შეტყობინებაზე რეაქციას, თუმცა ეს არის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა, რომლის წინაშეც ვართ ამ აქვეყანაში, რომელიც არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რაც ინიშნავს, რომ ის ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics