20:41 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-25 16:39:30, 478 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - თავდადებას, ბრძოლასა და წინსვლას შედეგი ყოველთვის მოაქვს

ბრძოლა არის ერთ-ერთი გზა, მოიპოვო გამარჯვება,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, “თავდადებას, ბრძოლასა და  წინსვლას შედეგი ყოველთვის მოაქვს“.

“ბრძოლა არის ერთ-ერთი გზა, მოიპოვო გამარჯვება. თუ ხელს ჩამოუშვებ, მაშინ მტერი გაიმარჯვებს. თუ ვიბრძოლებთ, თავდადებას, ბრძოლასა და  წინსვლას ყოველთვის ექნება შედეგი. თქვენს წინაშე ვფიცავ, რომ არცერთი წამით არ დავიხევთ უკან, ვივლით წინ და ამ გამარჯვებას მოგიტანთ თქვენ და გამარჯვებას მოვიპოვებთ ერთად. თქვენ ხართ ის ნათელი წერტილი ამ ქვეყნის, რომელიც იმსახურებს ღირსეულ, ერთიან, ევროკავშირს წევრ საქართველოში ცხოვრებას. მე მჯერა, ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც დიდს და პატარას საკუთარი ღირსეული ადგილი ექნება. ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, სადაც კანონის წინაშე ყველა იქნება თანასწორი, სადაც არჩევნებს ექნება აზრი. ჩვენ ერთიანობით დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, მანამდე, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. სხდომა ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სხდომათა დარბაზში არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა.

სხდომაზე კენჭისყრის საფუძველზე XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. პარლამენტის თავმჯდომარედ კი, შალვა პაპუაშვილი დაამტკიცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics