00:06 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 20:46:38, 420 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - არჩევნებს არ აღიარებს პრეზიდენტი, არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია

არჩევნებს არ აღიარებს პრეზიდენტი, თავად არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და მაშასადამე არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს  საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი" -  ამის შესახებ, საგაგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, არჩევნების დროს დაირღვა, ორი უმთავრესი პრინციპი ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა.

„მე უნდა წარმოგიდგინოთ ჩემი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი შეფასება, როგორც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი,  რაზეც ალბათ ცეესკოს ვერ ექნება ვერანაირი პრეტენზია. ამ არჩევნების შედეგია, ის რომ პირველ რიგში დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორის ყველა სამართლის პრინციპებით და სტანდარტებით რაც არაერთ კონდენციაში არის ასახული, გარანტირებული მთავარი უფლებები: ერთი არის ხმის მიცემის ფარულობა და მეორე არის ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების საარჩევნო უფლებები იქნა უგულებელყოფილი. ამასთან ერთად ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბებლის სქემებს რომლებიც მოიცავდნენ წინასაარჩევნო დ არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა ასევე, არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება საარჩევნო საჩივრების განხილვა სამართლიანად და დამოუკიდებელ სასამართლოს მიერ.

არჩევნებს არ აღიარებს პრეზიდენტი, თავად არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და მაშასადამე არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს  საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და აგრძელებს თავის სამართლიან პროტესტს და შეუგებლობას. ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს არასამთავრობო ორგანიზაციები შეგნით და გარეთ. ისინი თავისი იკავებენ, რომ ამ არჩევნებზე თქვან იგი ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის გავიდა უკვე 3 კვირა და არც ჩვენ მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები. პირიქით, ისინი ხაზს უსვამენ  დარღვევებს და სხვა ზეწოლის ზომებს.“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics