02:21 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 00:36:05, 409 ნახვა

პოლიტიკა
დანილო დელა ვალე - სტანდარტები და ფარისევლობა ევროკავშირის სანდოობას ძირს უთხრის

საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით ვემუქრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში უმრავლესობას არჩევნებში გამარჯვებული არ მოსწონს, - ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.

„ეუთომ გამოაქვეყნა ანგარიში. ამ ანგარიშში არ დადასტურებულა ბრალდებები მასშტაბურ თაღლითობასთან დაკავშირებით, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს. თუმცა, ახლა საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით ვემუქრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში უმრავლესობას არჩევნებში გამარჯვებული არ მოსწონს. ამავე დროს, მოლდოვაში არჩევნები ჩატარდა, ორივე მხარე ერთმანეთს თაღლითობაში ადანაშაულებს, თუმცა ეს არჩევნები გამოცხადდა დემოკრატიის უდიდეს გამარჯვებად. როგორც ჩანს, ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა ევროკავშირის სანდოობას ძირს უთხრის“, - განაცხადა დანილო დელა ვალემ,





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics