07:11 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 15:20:58, 394 ნახვა

პოლიტიკა
ლონდა თოლორაია პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა

სადამკვირვებლო მისიის "ჩემი ხმა" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლონდა თოლორაია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თოლორაია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

თოლორაიას განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.

"წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას ვთხოვდით: 

პირადობის მოწმობების ჩამორთმევის გზით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე; 

პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების ფაქტებზე;

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველთა ზეწოლის, არჩევნების გაყალბების ფაქტებზე;

ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე. 

ყველა მოწოდებაზე იყო და არის სრული მდუმარება: არც გამოძიების დაწყების/არდაწყების შესახებ გაგვაგებინა ვინმემ და არც ჩვენი ჩვენებებით დაინტერესებულა არცერთი საგამოძიებო უწყება, არ გავრცელებულა არცერთი საჯარო განცხადება, პრევენციულიც კი, სანამ ცესკომ არ მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. 

პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს რომ ემოქმედათ წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა ამ რეალობის წინაშე არ ვიდგებოდით. 

დღეს დამირეკეს პროკურატურიდან და მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე. 

პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ ვაპირებ. თუ  რეალურად მნიშვნელოვანია ამ უწყებისთვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია (თუმცა ყველაფერი უკვე საჯაროა - ტელევიზორში და სოციალურ ქსელში), მივალ სასამართლოში, სადაც მინიმუმ ერთით მეტი ადამიანი მოისმენს, როგორი უმოქმედო იყო პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში",- წერს თოლორაია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics