17:51 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 13:44:14, 436 ნახვა

მსოფლიო
მეცოლა - ევროკავშირი საკუთარ ორ ფეხზე უნდა დადგეს და თავდაცვის კავშირი შექმნას

ევროკავშირი საკუთარ ორ ფეხზე უნდა დადგეს და თავდაცვის კავშირი შექმნას,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ესპანურ გამოცემა "ელ მუნდოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მეცოლას თქმით, ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელიც ნატოს შეავსებს.

"ევროკავშირი ყოველთვის უფრო ძლიერი, თანმიმდევრული და ეფექტური უნდა იყოს. მე ამავეს ვამბობ, როდესაც საქმე ეხება, მაგალითად, უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეალური გაერთიანების შექმნას. გაერთიანება, რომელსაც დიდი ხანია, ვითხოვდით, შეავსებს ნატოს და არ გაუწევს კონკურენციას ევროკავშირს. იანვარში იქნება ახალი პრეზიდენტი ამერიკის შერთებულ შტატებში და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაცია. ასევე, იქნება ახალი სენატი და ახალი კონგრესი, რომლებიც ჩვენი კოლეგები არიან, როდესაც საქმე ეხება უკრაინის დახმარებას. იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა",- განაცხადა რობერტა მეცოლამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics