|
2024-10-31 13:51:22, 381 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა და საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს
ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეყრდნობოდა ეუთო/ოდირის დასკვნას, სამწუხაროდ ზოგიერთი განცხადება, რომელიც ზოგიერთი, სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან, თუ ქვეყნისგან გვესმის აჩენს განცდას, რომ ხომ არ არის სურვილი მოხდეს რევიზია ეუთო/ოდირის დასკვნისა, ან მოხდეს გვერდის ავლა ეუთო/ოდირის დასკვნისა და დაყრდნობა სხვა ანგარიშებზე, რომლებიც იქნებოდა მაგალითად ადგილობრივი ენჯეოების მხრიდან მომზადებული, რომლებიც ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. „ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის მკაფიო ანგარიში და დასკვნა ეუთო/ოდირის და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა მათ შორის ევროკავშირი იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნისა. რას ამბობს ეუთო/ოდირის დასკვნა, რამდენიმე საკითხი, რასაც მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. პირველი საკითხი და მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქტივობები, როგორც ადმინისტრაციული რესურსი, კერძოდ ის, რომ ის თავის პოზიციას, პრეზიდენტის პოზიციას იყენებს საარჩევნო მიზნებისთვის, რაც სცდება მის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და ამაზე პირდაპირ მიუთითებს ეუთო/ოდირი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით და რაც არ აისახა არც ერთი ადგილობრივი ე.წ დამკვირვებლის ანგარიშში, საერთოდ არც ერთში არ აისახა ქალბატონი სალომეს გასვლა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. რატომ?! - იმიტომ რომ, ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები შეკრულები არიან ოპოზიციასთან და შესაბამისად ქალბატონ სალომესთან, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელთან და აწარმოებდნენ ერთობლივ საარჩევნო კამპანიას და როგორც სხვა დროს, რა თქმა უნდა, არ ამხელენ საკუთარ თანამზრახველს დარღვევებში. თუმცა, ეუთო/ ოდირი ამიტომაც ჩვენ კვლავ, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ დარჩეს ყველა ეუთო/ოდირის ჩარჩოში, ეუთო/ ოდირის ანგარიშში ასახული არის ეს დარღვევა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)