|
2024-10-31 09:25:35, 422 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი უიკერი არჩევნებზე - ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველებმა ფარსი მიიღეს
ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო,- ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი როჯერ უიკერი ავრცელებს. როგორც უიკერის განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირს უთხრიდა ფართოდ გავრცელებული დარღვევები, მათ შორის დაშინება, ძალადობა და ხმების მოსყიდვა. "გასულ შაბათს, ქართველი ხალხი მივიდა არჩევნებზე, რათა გამოეყენებინათ თავიანთი დემოკრატიული უფლება, აირჩიონ თავიანთი მომავალი მთავრობა. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ მიიღეს ფარსი. საქართველოს ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირს უთხრიდა ყოვლისმომცველი დარღვევები, მათ შორის დაშინება, ძალადობა, ხმების შესყიდვა და შედეგები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო, დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებისგან და ეგზიტპოლების შედეგებისგან, ისევე წინა არჩევნების ტენდენციებისგან. ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის ზურაბიშვილის რწმენას, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას. სამწუხაროდ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ რუსეთისა და მისი ავტორიტარული ღერძის გვერდით, მათ შეუძლიათ დაელოდონ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დემოკრატიულ მოკავშირეებს. ისინი ცდებიან. ამ არჩევნების მანიპულირება არ არის მხოლოდ დარტყმა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, შესაძლოა ბოლო მოეღოს ქვეყნის დიდი ხნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და შესაძლოა, მის სუვერენიტეტს. ეს არის საარჩევნო გაყალბება და მის არალეგიტიმურ შედეგს უნდა დაუპირისპირდეს სიცხადე და გამჭრიახობა. სანამ "ქართული ოცნება" არადემოკრატიული საშუალებებით და მოძალადე ავტორიტარების მეთვალყურეობის ქვეშ იჭერს ძალაუფლებას, ისინი მოიმკიან იმ ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც ასე უხვად იმსახურებენ",- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)