|
2024-10-30 15:40:52, 320 ნახვა
პოლიტიკა
„საზოგადოება ქართული“ - სამწუხაროა, როცა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობოები და პრეზიდენტი „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით იმართებიან
სამწუხაროა, როცა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობოები და პრეზიდენტი "მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით გარედან იმართებიან,- ამის შესახებ "საზოგადოება ქართულის" განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, წარიმართა ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობოების ორკესტრირებული და გარედან მართული საპროტესტო კამპანია არჩევნების ცნობის წინააღმდეგ. "2024 წლის 24 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ჩვენმა საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გარედან ზღვარგადასული ჩარევის საფრთხეზე და მისგან გამომდინარე ყველა ნეგატიურ შედეგზე. მაგალითად მოყვანილი იყო "მაკკეინის ინსტიტუტის" 20 სექტემბრის ანგარიში, რომელშიც იკითხებოდა ხელისუფლების შეცვლის უცხოეთიდან თავსმოხვეული სცენარი. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი ახდა. ზუსტად, "მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, წარიმართა ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობოების ორკესტრირებული და გარედან მართული საპროტესტო კამპანია არჩევნების ცნობის წინააღმდეგ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული ორგანიზაციის დოკუმენტში ეწერა: "პარალელური ხმების დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგები ასევე კრიტიკული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური არჩევნების შედეგების დამოწმებისთვის". ანუ, თუ ეკა გიგაური-ნინო ლომჯარიას მიერ კონტროლირებადი "არასამთავრობოების" დათვლის შედეგი და კეზერაშვილ-გვარამიას ტელევიზიების ეგზიტპოლები არ დაემთხვეოდა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს, არჩევნები წინასწარ არალეგიტიმურად ცხადდებოდა. მართლაც, "ფორმულასა" და "მთავარი არხის" ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ ჯერ "გამარჯვება" იზეიმა, ცესკოს შედეგების გამოქვეყნებისთანავე კი, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა",- აღნიშნულია განცხადებაში.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)