10:14 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 14:59:45, 370 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჰელსინკის კომისია მხარეა, რაც გაუგონარი და გაუგებარი მოვლენაა

ჰელსინკის კომისია არის მხარე, ის პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც გაუგონარი და გაუგებარი მოვლენაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

პრემიერის თქმით, ჰელსინკის კომისიის „არცერთ განცხადებას არ აქვს მაინც და მაინც დიდი ფასი, ვინაიდან ის მხარეს წარმოადგენს“. 

„უფრო მეტიც, მინდა შეგახსენოთ ერთი საინტერესო განცხადება, რომელიც გააკეთა ჰელსინკის კომისიამ. ის იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ გამოქვეყნდებოდა მადისკრედიტებელი ინფორმაცია მმართველი პარტიის შესახებ, თუმცა ნახეთ, რომ არაფერი გამოქვეყნებულა. იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია ყველა მიმართულებით, რომ საბოლოო ჯამში, ვერავითარი ასეთი მასალები ვერ დაიდო, თუმცა თავისთავად ეს მუქარა არის გაუგონარი და აბსოლუტურად გაუგებარი, რაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას",- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics