|
2024-10-30 14:42:55, 289 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კიდევ ვერ იცნობენ ქართველ ხალხს და არ აქვთ წარმოდგენა, თუ როგორია მისი შინაგანი მდგომარეობა
ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე და ფეხქვეშ თელავდნენ მათ უფლებებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, "საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების მხრიდან შეტევა იმიტომ ხორციელდება, რომ ქვეყანას ლიბერალური პარტია არ მართავ". მისივე თქმით, იმ განცხადებებსა და ბრალდებებს, რომლებიც "გარე ძალებისგან" წინასაარჩევნოდ ისმოდა, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე შესაბამისი პასუხი გასცა. "საქართველოში ლიბერალები არ გვყავს, იმიტომ, რომ ლიბერალიზმი თავისი შინაარსით, სრულიად განსხვავდება ამ რადიკალებისგან. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები. საქართველოს ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ მათ ღირსებას. ასეთი პოლიტიკური ძალები ქვეყნის სამართავად ვერასდროს დაბრუნდებიან. ხალხს კარგად ახსოვს, რამხელა უბედურება მოუტანა ამ ადამიანების მმართველობამ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. რა თქმა უნდა, გარე ძალების ჩარევა იყო პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში. სამწუხაროდ, ესენი იყვნენ დასავლეთის ქვეყნები. გავიხსენოთ, რა განცხადებები კეთდებოდა. კიდევ ვერ იცნობენ ქართველ ხალხს და არ აქვთ იმის წარმოდგენა, თუ როგორია ქართველი კაცი, როგორია მისი შინაგანი მდგომარეობა. ვერ წარმოუდგენიათ. ვერ შეისწავლეს კიდევ. რა თქმა უნდა, იმ ჩარევებზე და განცხადებებზე, რომლებიც სიცრუესა და ბოროტებაზე იყო დაფუძნებული, ქართველმა ხალხმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ამ რადიკალებს გასცა შესაბამისი პასუხი",- განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)