|
2016-02-25 18:14:23, 469 ნახვა
პოლიტიკა
ბუნდეხსტაგის დეპუტატი: ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს გერმანიის მხარდაჭერა გარანტირებული აქვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი, მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა გაიმართა გერმანიის ბუნდეხსტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გიუნტერ კრიხბაუმთან და ბუნდეხსტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვოლფგან ჰელმიხთან. მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, გერმანიის როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. გერმანელმა დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ამ პროცესში მიღწევებს. როგორც ევროპის კომიტეტის თავმჯდომარემ გიუნტერ კრიხბაუმმა აღნიშნა ქვეყანამ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიაევროპულ სტანდარტებთან დაახლოების გზაზე. „გერმანული მხარე განსაკუთრებით აფასებს თქვენს მიდგომას ევროკავშირის სტანდარტთან მიმართებაში. მევფიქრობ, რომ საქართველოში ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ პროგრესსმრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. ჩვენ საქართველოს მხრიდან ვხედავთ მნიშვნელოვან ძალისხმევას და ხელშესახებ წარმატებას. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს გარანტირებული აქვს ჩვენი და გერმანიის მხარდაჭერა"- აღნიშნა ბუნდეხსტაგის ევროკავშირის საქმეთაკომიტეტის თავმჯდომარემ. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმდინარეობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები. ამის გარდა, მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ დეპუტატებთან საუბრებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)