|
2024-10-09 17:51:16, 557 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ბრალდებული, საზღვარგარეთ მყოფ პირს, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეხმარებოდა და დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა ერთ-ერთი დაზარალებულის სახლის ეზოში, მუქარის შემცველ წერილში მოთავსებული 3 ვაზნა, ხოლო მეორე დაზარალებულის სახლის ეზოში ავტომანქანის განადგურების მიზნით აალებადი ნივთიერებით სავსე ცეცხლმოკიდებული ბოთლი გადააგდო. "დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "გ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (გამოძალვაში დახმარება, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის - 2 ეპიზოდი), 19-187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განადგურების მცდელობა ჯგუფურად, და ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით",- ნათქვამია ინფორმაციაში.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)