|
2024-09-27 14:54:49, 364 ნახვა
საზოგადოება
ჰოვალა - ტურიზმი არის ძალა, რომელსაც ქვეყნების რეფორმირება და ადამიანების ტრანსფორმაცია შეუძლია
მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელს Aptamind Partners-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, არადანა ჰოვალამ გაუწია მოდერატორობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მან ქვეყნების რეფორმირების პროცესში ადამიანების ჩართულობასა და ტურიზმის როლზე გაამახვილა ყურადღება. “ფიქრობ, რომ ტურიზმი ძალიან უწყობს ხელს ფერადი და მრავალფეროვანი სამყაროს ჩამოყალიბებას. გაეროს ტურიზმის გენერალური მდივანი ნამდვილად სწორად ამბობს, რომ ტურიზმი შეიძლება იყოს მშვიდობის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რადგან მას აქვს უნიკალური ძალა, ჭრილობები ხიდებად გარდაქმნას და გაჯანსაღების პროცესი დაიწყოს", - განაცხადა არადანა ჰოვალამ. მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარეობს ძალიან მძიმე შეიარაღებული კონფლიქტები და ომები, თითოეული ეს დაპირისპირება კი არის ტრაგედია და ამავე დროს, შესაძლებლობა იმისათვის, რომ ისევ ავაშენოთ და აღვადგინოთ ის, რაც ომმა დაანგრია. “რა თქმა უნდა, ყველა მოგზაურს ვერ მოვსთხოვთ, რომ ცვლილებების შუქურა იყოს. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ, ყველანი, გვინდა თუ არა, ვართ ამ ცვლილებების გამომწვევი ადამიანები. ტურიზმი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია და ძალუძს ქვეყნების რეფორმირება და ადამიანების ტრანსფორმაცია მშვიდობის შუქურებად",- განაცხადა ჰოვალამ. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა “ტურიზმი და მშვიდობაა". ღონისძიების ფარგლებში იმართება სადისკუსიო პანელები, სადაც სპიკერები ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებსა და ტრენდების შესახებ მსჯელობენ.
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
ბათუმში, ტრადიციულად წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)