|
2024-09-06 10:32:32, 382 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინებების სისტემა დაინერგება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჰელსინკში, საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგია ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (FMI) გენერალურ დირექტორს, პეტერ ტაალასს შეხვდა. მინისტრმა საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შესარბილებლად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, თქვენი ჩართულობით მოვახდინოთ მეტეოროლოგიური და გარემოსდაცვითი დაკვირვების ქსელების, ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის და ლაბორატორიების მოდერნიზება; ამინდის, კლიმატის და ჰაერის ხარისხის მოდელირების და პროგნოზირების სისტემების განვითარება; ასევე, ადრეული გაფრთხილების სერვისის მიწოდების პლატფორმის მოდერნიზება, ახალი სერვისების და პროდუქტების შექმნა, რომელიც სარგებელს მოუტანს მოსახლეობას და დაინტერესებულ მომხმარებლებს; გავაუმჯობესოთ კლიმატის ცვლილების მიმართულებით კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 231 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამინდის პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობის გაზრდას. ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (FMI) გენერალური დირექტორის, პეტერ ტაალასის განცხადებით, მეტეოროლოგიური საერთაშორისო სისტემების დახვეწა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს; შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ინვესტიციებს ახორციელებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამის რეფორმებს ნერგავს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას ქართველი ექსპერტებისთვის“, - აღნიშნა ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (FMI) გენერალურმა დირექტორმა. ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტში გამართულ შეხვედრას და მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას, ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში ირაკლი ხუცურაული და საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)