|
2024-07-09 11:50:19, 415 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება
დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ იქ არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) და სხვადასხვა საკომუნიკაციო კომპანიასთან თანამშრომლობით დაიგეგმა. „აღნიშნულ ქუჩაზე, ბოლო წლების განმავლობაში მოძველებული და ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები გზის სავალ ნაწილს აზიანებდა და უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, რაც გადაადგილებისას დიდ დისკომფორტს ქმნიდა. პირველი, რაც გაკეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლებაა. გზაზე არსებული უმძიმესი მდგომარეობაც გამოწვეულია კომუნიკაციების უვარგისობით. დაახლოებით, სამ კილომეტრამდეა აღნიშნული ქუჩა. პირველ ეტაპზე კომპანია GWP იმუშავებს და შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქუტურის მოწყობა. აქაც იგივე დამოკიდებულება გვექნება. ჩვენი მიდგომაა, რომ ახალი დიზაინის ქუჩები შეიქმნას. ეს პროექტიც ამ დიზაინით განხორციელდება. საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სამუშაოები 12 ივლისს დაიწყება და ცხრა თვეში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილებებზეც ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით, შესაბამის სამსახურებს მოსახლეობის სრული ინფორმირება დაავალა. „ამ პერიოდში, ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით და მათი დამაკავშირებელი გზის გავლით იმოძრავებენ. გადაადგილება ასევე, დასაშვები იქნება დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძის, რაჭის, მეგობრობის, მშვიდობისა და ევგენია მაისურაძის ქუჩებით. მიკროავტობუსების მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მერიის ვებგვერდზე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)