|
2024-07-08 13:22:30, 412 ნახვა
საზოგადოება
უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის შედეგად ბაგები-წყნეთიდან უნივერსიტეტის ქუჩისკენ წამოსული ნაკადები გადანაწილდება და მოძრაობა განიტვირთება. „დავიწყეთ ახალი პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად, ბაგების ახალი ხიდიდან მომავალ ავტომობილებს პირდაპირ დააკავშირებს ქავთარაძის ქუჩასთან, შავიშვილის ქუჩის გავლით. ბაგები-წყნეთიდან წამოსული ნაკადები ძირითადად უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით მიდის. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მოხდება ნაკადების გადანაწილება და მოძრაობის განტვირთვა. სამუშაოები მომავალი წლის იანვარში მთლიანად დასრულებული იქნება. პირველ მონაკვეთზე გვირაბი გაკეთდება, რომელიც შავიშვილის ქუჩას გაივლის და ქავთარაძის ქუჩას დაუკავშირდება. პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ქალაქში მსგავსი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოწყობა. ასევე, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდება LED სანათები. ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინა-ბეტონის დამცავი კედლები მოეწყობა. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით. თბილისის მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაო პროცესს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გია აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)