|
2024-07-02 17:48:45, 298 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებელთა 80% საქმიანობას ბიზნეს მობილბანკით მართავს
"საქართველოს ბანკი" განაგრძნობს ბიზნესების მხარდაჭერას და უკვე 4 წელია, მათთვის ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციას, ბიზნეს მობილბანკს უწყვეტ რეჟიმში ავითარებს. 93%-იანი კმაყოფილების მაჩვენებლით, აპლიკაცია მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესებისთვის დროისა და რესურსების დაზოგვის ეფექტიან საშუალებად იქცა. „მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ აპლიკაციის ახალი გზავნილია, რადგან დროთა განმავლობაში ბიზნეს მობილბანკი არა მხოლოდ საბანკო მომსახურების მიღების საშუალებად, არამედ ბიზნეს პროცესების მართვის ეფექტიან ინსტრუმენტად იქცა. დღეისათვის ბიზნეს მობილბანკი რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციონალს აერთიანებს, მათ შორისაა:
გარდა ამისა, ბიზნეს მობილბანკში ხელმისაწვდომია ბიზნეს შეთავაზებები. ეს მიმართულება აერთიანებს ფასდაკლებასა და უფასო სერვისებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობს შესრულებაში ეხმარება. მაგალითად, სხვადასხვა გლობალური ბრენდის შეთავაზებები მარკეტინგულ, საგანამანთლებლო თუ პროექტების მართვის პლატფორმებზე. ბიზნესის მართვას "საქართველოს ბანკის" მობილბანკი ამარტივებს იმ კუთხითაც, რომ იგი კომპანიის დირექტორებსა აძლევს დოკუმენტებზე ხელმოწერის შესაძლებლობას, შესაბამისად, მარტივდება გადარიცხვების შესრულება, კომუნალურების გადახდა, ხელფასის გადარიცხვა და სხვა. რაც მთავარია, მინიჭებული როლებით განსაზღვრული ოპერაციების შესრულება დირექტორს, ბუღალტერს ან ფინანსურ მენეჯერს, ტელეფონით, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. ბიზნეს მობილბანკში ასევე შესაძლებელია მომხმარებლების მიერ შესრულებული გადახდების და ჩარიცხვების შემოწმება. ეს შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, ანგარიშზე არსებულ ფინანსურ რესურსებზე უახლესი ინფორმაცია ჰქონდეთ. "საქართველოს ბანკი" მუდმივად ავითარებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში ეხმარება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბიზნეს მობილბანკს ბიზნეს მომხმარებელთა 80% იყენებს და მათი კმაყოფილების მაჩვენებელი რეკორდულ მაქსიმუმზეა და 95%-მდეა. ჩვენ მომხმარებლებს ბიზნეს მობილბანკი წარვუდგინეთ, აღვნიშნეთ, რომ მისი მეშვეობით ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციებისა და აქტივობების განხორციელება სულ რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან იქნებოდა შესაძლებელი, ჩვენ ამ დაპირებას ყოველდღიურად ვასრულებთ და ბიზნეს მობილბანკს უნივერსალური აპლიკაციის მიმართულებით ვავითარებთ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალში ბიზნესებს მობილბანკში არაერთ განახლებას შევთავაზებთ, რომელიც მათ გამოწვევების მარტივად გადალახვაში დაეხმარება“, - ამბობს "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი, ცირა ლოლაძე. გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ამ ბმულიდან ან თუ ჯერ არ ხართ "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)