19:56 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-27 16:21:24, 419 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 27 ივნისს, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თბილისში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, საავიაციო უწყებების მიერ განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რეგულარული ოპერირების დაწყების ტექნიკური ასპექტები, მათ შორის საავიაციო ბაზრებზე არსებული ვითარება, ძირითადი მარეგულირებელი სტანდარტები და ფრენის სიხშირეები.

"გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად განისაზღვრა ფრენის სიხშირეები: საქართველოსა და კორეის დანიშნულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ რეგულარული სამგზავრო/სატვირთო ფრენები განახორციელონ კვირაში 7 სიხშირით.

საქართველოსა და კორეის საავიაციო უწყებები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. ავიაკომპანია Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით სეზონური ფრენები მიმდინარე წლის მაის-ივნისშიც შეასრულა",- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics