|
2024-05-21 11:36:25, 346 ნახვა
საზოგადოება
მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიანტი
"საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე 11 წელია ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალებს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში, "საქართველოს ბანკის" 100%-იანი სტიპენდიით განაგრძონ. მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით კი საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, "საქართველოს ბანკის" სტიპენდიის მოპოვება ყველა იმ წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდა პროფესიონალს შეუძლია, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით სურთ. 2024-2025 წლის Fulbright-ის პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო და ის პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია ბმულზე. Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:
Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში "საქართველოს ბანკის" სტიპენდიების შესახებ ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს. ინფორმაციისთვის, Fulbright-ი 1946 წელს შეიქმნა და ის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გლობალური სტუდენტური პროგრამაა. პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა სამაგისტრო საფეხურზე გააგრძელონ. Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, უკვე 12-მა ახალგაზრდამ მოიპოვა "საქართველოს ბანკის" 100%-იანი დაფინანსება და ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: csr.bog.ge
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)