02:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 13:33:39, 416 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთში ვიზიტი დაასრულა.​

საგარეო უწყების ინფორმაციით, 10-11 თებერვალს ესტონეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან,პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან  და მეწარმეთა კავშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან.

მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში. აღსანიშანვია, რომ  საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზიტის ფარგლებში პირველად ახლდა საქართველოს ბიზნეს-დელეგაცია. ბიზნეს ფორუმზე განხილულ იქნა ესტონელი და ქართველი  ბიზენსმენების მიერ საერთო პროქეტების წარმოების პერსპექტივა, საქართველოში ესტონური ბიზნეს ინვესტიციების განხორციელების საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში  მინისტრმა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია". ​

„ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.  გვაქვს სრული მხარდაჭერა ესტონეთის მხრიდან პრემიერის ინიციატივებისადმი, იმ ოთხ პუნქტიანი გეგმისადმი, რომელიც უნდა განხორციელდეს, რათა შეიქმნას უფრო მეტი შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარებისათვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთში ვიზიტის შეფასებისას.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ესტონური მხარიდან გამოითქვა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ესტონეთი სრულად მხარს უჭერს საქართველოსთან ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესს. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics