|
2016-02-11 13:50:17, 620 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი: ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის მხრივ, საქართველო აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორია
ქართული ჯარისკაცების შესახებ ვრცელ სტატიას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ოფიციალურ ბლოგზე აქვეყებს. სტატიის ავტორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა ბიუროს ანალიტიკო რენი სილვაა. ავტორის თქმით, ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის მხრივ, საქართველო აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. 2010 წლიდან დღემდე საქართველომ ავღანეთში 12 ათასი სამხედრო პირი გაგზავნა. ქართველი ჯარისკაცები მსახურობენ წინასწარი შეთანხმებების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ მათი ჩართვა შეიძლება ნებისმიერ მისიაში, მათ შორის პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში. „რამდეჯერაც შეერთებულმა შტატებმა სთხოვა სახელმწიფოებს წვლილი შეიტანონ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საქართველო თხოვნას გამოეხმაურა. ავღანეთი იქნება ეს თუ ერაყი, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ამ პატარა ქვეყანამ გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერა გააძლიერა", - ნათქვამია სტატიაში. რენი სილვა წერს, რომ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში და გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალის დათვალიერებისას თავად დარწმუნდა, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ამერიკული პროგრამები, რომლის ფარგლებშიც აშშ ეხმარება საქართველოს სამხედრო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებაში. სტატიის ავტორის თქმით, აშშ-ის დახმარებით ვითარდება საქართველოს სამედიცინო სისტემაც, ხოლო საქართველოს მთავრობა აპირებს ამ დარგის ეფექტურობის გაძლიერებას. რენი სილვამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით, საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებასაც აძლიერებს. ანალიტიკოსმა თავის სტატიაში, გარდაცვლილ და დაშავებულ ჯარისკაცებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, ავღანეთში 31 ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა, 282 კი დაშავდა. "საქართველოს შეიარაღებული ძალები მსოფლიოს სახიფათო რეგიონებში ამერიკული ძალების მხარდამხარ სამსახურს განაგრძობს. აშშ ეხმარება საქართველოს, იზრუნოს ბრძოლიდან შინ დაბრუნებულ ჯარისკაცებზე. 1998 წლიდან დღემდე საქართველომ საერთაშორისო სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში 220 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნული პროგრამის თანხებს აღჭურვილობისა და წვრთნის, აგრეთვე მრჩეველთა დაქირავებისათვის იყენებს, რათა საქართველომ დაშავებულ ჯარისკაცებზე უკეთ იზრუნოს", - ნათქვამია სტატიაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)