|
2024-03-23 01:33:21, 777 ნახვა
მსოფლიო
მიხაილო პოდოლიაკი: "უკრაინას, ცხადია, მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარ სროლასა და აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"უკრაინას, ცხადია, მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარ სროლასა და აფეთქებასთან არანაირი კავშირი არ აქვს." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხალილო პოდალიაკმა განაცხადა. "პირველ რიგში, უკრაინა რუსეთის არმიასთან ორ წელიწადზე მეტია იბრძვის და ამ ომში ყველაფერი ბრძოლის ველზე გადაწყდება. მხოლოდ იარაღის რაოდენობა და ხარისხიანი სამხედრო გადაწყვეტილებები. ტერორისტული თავდასხმები პრობლემებს არ წყვეტენ. მეორე, უკრაინას არასდროს მიუმართავს ტერორისტული მეთოდების გამოყენებისთვის. ეს ყოველთვის უაზროა. სხვათა შორის, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც მიმდინარე ომში უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს იყენებს და წარსულშიც, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საკუთარ მოქალაქეებს, რათა წამოეწყო შემდგომი "კონტრტერორისტული მოქმედები" ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ. საკმარისია გავიხსენოთ კაშირსკოიეს გზატკეცილსა (მოსკოვი) და ვოლგოდონსკში მომხდარი მოვლენები. მესამე, Crocus City Hall-ში მომხდარ მოვლენებამდე გაცილებით ადრე, ჩვენ გვესმოდა საჯარო გაფრთხილებები მოსკოვში მოქმედი საელჩოებისგან ასეთი სისხლიანი მოვლენების ალბათობის შესახებ. არ არსებობს ოდნავი ეჭვიც კი, რომ მოსკოვის გარეუბანში განვითარებული მოვლენები ხელს შეუწყობს სამხედრო პროპაგანდის მკვეთრ ზრდას, აჩქარებულ მილიტარიზაციას, გაფართოებულ მობილიზაციას და, საბოლოო ჯამში, ომის მასშტაბების ზრდას. ასევე, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოვლენილი გენოციდური დარტყმების გასამართლებლად" - განაცხადა პოდალიაკმა. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორი ესმით და ძალას ძალით უნდა დაუპირისპირდეს.
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)