19:58 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 16:05:57, 817 ნახვა

საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ნინო წერეთელი უხელმძღვანელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

"როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების სისტემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს გამოცდების ორგანიზების კუთხით ცენტრის წარმატებული საქმიანობა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე ესწრებოდა.

ნინო წერეთელს განათლების სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2019 წლიდან დღემდე კი იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას",- ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics