22:10 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-11 12:11:10, 935 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ დევიდ კანადეისთან. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს თბილისის ოფისის პროგრამის კოორდინატორები.

"შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დევიდ კანადეის ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს დანაყოფების საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ. მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა წლების განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული კომპლექსური გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით აშშ-ის მხარის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე. მან ხაზი გაუსვა სამინისტროსთვის სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობას ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა სახმელეთო და სანაპირო საზღვრის დაცვა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენცია.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წლების განმავლობაში გაწეული ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერისათვის",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics