10:32 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 17:47:06, 871 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი - საჯარო ფინანსებისა და ფისკალური პოლიტიკის მართვის მიმართულებით გაგრძელდება რეფორმები

საჯარო ფინანსებისა და ფისკალური პოლიტიკის მართვის მიმართულებით გაგრძელდება რეფორმები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, 2024 წელს და საშუალოვადიან პერიოდში:

  • გაგრძელდება მკაცრი ფისკალური დისციპლინა და ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც უკვე დაუბრუნდა და ჩამოსცდა ფისკალური წესით გათვალისწინებულ 3%-იან ნიშნულს, საშუალოვადიან პერიოდში კიდევ უფრო შემცირდება.
  • გაგრძელდება ხარჯვითი ნაწილის დაგეგმვის ოპტიმიზაციის პროცესი, მათ შორის, მაღალი ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტების დაფინანსება საჯარო ინვესტიციების მართვის (PIM) ინსტრუმენტის სრულყოფილად დანერგვის გზით და სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით, მათი შედეგების ანალიზი.
  • შენარჩუნებული იქნება ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური მოცულობის კაპიტალური ინვესტიციები − საქართველო საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების 7%-8%-იან დონეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.
  • გაგრძელდება კონკურენტული გარემოს შესაქმნელად და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, საგადასახადო შეღავათების სისტემის ანალიზი.
  • მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შენარჩუნდება უსაფრთხო დონეზე (40%-ის ფარგლებში) და მოხდება პორტფელის დოლარიზაციის შემდგომი შემცირება;
  • გაგრძელდება საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა, რათა გაფართოვდეს ჰარმონიზების ხარისხი, არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღებული ვალდებულებების, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატობიდან გამომდინარე ვალდებულებების გათვალისწინებით;
  • გაგრძელდება მუშაობა ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შენარჩუნების, ელექტრონული სერვისებისა და ინოვაციური მიდგომების შემდგომი დანერგვის მიმართულებით.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CNN: დიმიტრიევმა ნიუ-იორკში ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებები გამართა
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
კობახიძე - - მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics