|
2024-02-02 11:35:31, 1339 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, ძველ თბილისში „ალფა ფროფერთის“ პროექტი - Garden Hills შენდება
"თიბისის" მხარდაჭერით, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ კაპანაძის ქუჩაზე, კომპანია "ალფა ფროფერთის" მსხვილი პროექტი - Garden Hills შენდება. ახალი უბანი ძველ, ისტორიულ თბილისში, 30 000 კვ.მ ფართობ ტერიტორიას მოიცავს. კომპანია "ალფა ფროფერთი" მაცხოვრებლებს თანამედროვე უბანს სთავაზობს, სადაც ყველა ის სივრცეა თავმოყრილი, რაც დღეს მობინადრეს სრული კომფორტისთვის სჭირდება. დაბალი განაშენიანების პროექტი 5 სართულიანი 8 საცხოვრებელი სახლისგან შედგება, რომელიც 300 ბინას და კომერციულ ფართებს აერთიანებს.
კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ელემენტი რეკრეაციული და მწვანე სივრცეებია, 4 სეზონზე გათვლილი მარადმწვანე ეზოთი. პროექტის ინფრასტრუქტურა 2 სპორტულ და 1 საბავშვო მოედანს, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგის სივრცეებს აერთიანებს. ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი და აფთიაქი. კომპლექსის ტერიტორიაზე, მაცხოვრებლების უსაფრთხოებას დაცვის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ. საცხოვრებელი ბლოკები 8-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და ენერგოეფექტური მასალებისგან შენდება, რაც მაცხოვრებლებს კომუნალური ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს. პროექტი გათვლილია როგორც ოჯახებსა და წყვილებზე, ასევე, ქალაქის მთავარ ტურისტულ ლოკაციებთან სიახლოვის გათვალისწინებით - საინვესტიციო მიზნებზეც.
Garden Hills, "თიბისისთან" პარტნიორობის ფარგლებში, მსურველებს გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. პროექტის დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)