|
2023-12-22 18:39:00, 1325 ნახვა
ეკონომიკა
შეცვალე ხუნდები და „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ — „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული პრინტსერია
„თეგეტა მოტორსმა“ საავტომობილო პროდუქტებისთვის კრეატიული პრინტსერია შექმნა. ბანერები, რომლებიც სოციალურ ქსელში განთავსდა, ზამთრის პერიოდში ავტომობილით უსაფრთხო გადაადგილებას უკავშირდება და ერთი სლოგანის ქვეშ ერთიანდება - „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“. ზამთრის პირველი თვე იწურება და ბუნებრივია, რომ ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსს უკვე ჩამოსცდა. შესაბამისად, გზის სავალი ნაწილის ზედაპირის მოყინვაც ჩვეული მოვლენაა. ასეთ პირობებში გადაადგილებისას სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამუხრუჭე სისტემა როგორც უსაფრთხო გადაადგილების, ისე ავტომობილის კონტროლის ფუნდამენტური ნაწილია. მისი რთული მექანიზმი და კომპონენტები შექმნილია იმისათვის, რომ ეფექტურად შეანელოთ ან გააჩეროთ ავტომობილი.
ავტომობილის აგებულებაში ხუნდი საკმაოდ სწრაფად ცვეთადი დეტალია და მისი შეცვლის დროს წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის თოვლიან გზებზე ავტომობილით გადაადგილებისას გვქონდეს მაღალი ხარისხის, რესურსიანი ხუნდები. სამუხრუჭე ხუნდების არსებობა წინა და უკანა მხარეს და მათი თანაბარი, ერთდროული მუშაობა უზრუნველყოფს ავტომობილის როგორც სწრაფ, მკვეთრ, ისე საჭიროების შემთხვევაში მდორე დამუხრუჭებას. მოყინულ ან თოვლიან გზაზე გადაადგილებისას მუხრუჭის გამოყენებას დიდი სიფრთხილე სჭირდება. სამუხრუჭე ხუნდის ზედაპირის გაცვეთისას ავტომობილის გასაჩერებლად სამუხრუჭე დისკებზე ვეღარ იქმნება საჭირო წნევა, ავტომობილის დამუხრუჭების პროცესი არათანაბარი ხდება და თოვლიან ან მოყინულ გზაზე გაგვიჭირდება სწორად დამუხრუჭება, შედეგად კი იზრდება მოცურების ალბათობა. არ არსებობს კონკრეტული გარბენი ან დროის ინტერვალი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს ხუნდები. მათი შეცვლა განისაზღვრება არა დროის ინტერვალით, არამედ მისი ზედაპირის მდგომარეობით. თუკი ხუნდების შემხები ზედაპირის სისქე 2მმ-მდე მივა, აუცილებელია მისი შეცვლა. ხუნდის ზედაპირის ცვეთა დამოკიდებულია მის ხარისხსა და შემადგენლობაზე. შესაძლებელია ყველა ავტომობილმა სხვადასხვანაირად გამოავლინოს რესურსის ამოწურვის ნიშნები, რადგან დიდწილად სამუხრუჭე ხუნდზეა დამოკიდებული ავტომობილით ჩვენი მშვიდი გადაადგილება, ამიტომ აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ხუნდების ზედაპირის სისქე, საჭიროების შემთხვევაში კი შევცვალოთ. ცივი სეზონისთვის ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. -- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)