|
2023-12-20 13:28:28, 2686 ნახვა
ეკონომიკა
სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „ფიგურებმა“ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „ფიგურებმა“ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია თბილისში, საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 24 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „ფიგურები ჯიქიაზე“ დეველოპერული კომპანია ფიგურების პირველი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 27 სართულს, 500-მდე ბინასა და კომერციულ თუ საოფისე ფართებს აერთიანებს. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და სამი საპარკინგე სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ერთიანი სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლოს არის დაგეგმილი. კომპანია მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას სამომავლოდ თბილისის სხვა უბნებშიც გეგმავს. „ფიგურები“ ჰოლდინგ იბერკომპანის მიერ დაარსებული ახალი ბრენდია, რომლის პირველ პროექტს „ფიგურები ჯიქიაზე“ წარმოადგენს. ბრენდი შექმნილია მათთვის, ვინც პირველ რიგში, პროდუქტის ფუნქციურობას აფასებს და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება სურს, მითუმეტეს, როცა საქმე ისეთ შენაძენს ეხება, როგორიც საცხოვრებელი სახლია. „ფიგურების“ კომპლექსში ესთეტიკური კონცეფცია, პირველ რიგში, ფუნქციურობითაა ნაკარნახევი. სივრცეები დაგეგმილია ისე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის ეკონომიკურად გამართლებული იყოს. ჩვენი მიზანია, ბინის მაძიებლებს შევთავაზოთ მოხერხებული და ხელშესახები გამოსავალი, რომელიც აუცილებლად უპასუხებს მათ ამჟამინდელ პრაქტიკულ საჭიროებებს და გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს“, - აცხადებენ კომპანიაში. „საქართველოს ბანკისთვის“ ბიზნესის ხელშეწყობა და მათთვის საიმედო პარტნიორობის გაწევა მთავარი პრიორიტეტია. სამშენებლო დეველოპერულ სექტორს კი მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. გვიხარია, რომ ბანკსა და კომპანია „ფიგურებს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და თბილისს კიდევ ერთი მასშტაბური საცხოვრებელი პროექტი შეემატება. აღსანიშნავია, რომ ფიგურები ჰოლდინგური კომპანია „იბერკომპანის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც წლებია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ კომპანიის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენის მხრივ წვლილი შეგვაქვს მათ გაძლიერებაში. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)