|
2023-10-12 10:07:22, 775 ნახვა
საზოგადოება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალებს სასათბურე მეურნეობების მოწყობის საპილოტე პროგრამა გააცნეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალებს სასათბურე მეურნეობების მოწყობის საპილოტე პროგრამა გააცნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“ სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. „პროგრამის დახმარებით, ქალ ფერმერებს საშუალება ეძლევათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90% (მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს. საპილოტე პროგრამა ჩოხატაურის, ვანის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განხორციელდება; პროგრამაში რეგისტრაცია 20 ნოემბერს დაიწყება. ჩოხატაურში მუნიციპალიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ესწრებოდნენ. პროგრამა საპილოტე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებს შესაძლებლობას აძლევს, ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. "საპილოტე პროგრამა ქალებისთვის", გასულ წელს, ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა; პროგრამის ფარგლებში, 38 ქალს 828,595 ლარით სასათბურე მეურნეობის მოწყობა დაუფინანსდათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
„ივრის ფერმებში“ მოსავლის აღების დროა - ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)